
შემოგვიერთდით 23 აგვისტოს დაუვიწყარი ვისკის გამოცდილებისთვის
ეს განსაკუთრებული ფესტივალი იზიდავს ვისკის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს მთელ საქართველოდან და მის ფარგლებს გარედან. "თბილისის ვისკის ფესტივალი " არის პირველი და ყველაზე მასშტაბური ვისკის ფესტივალი რეგიონში, რომელიც აერთიანებს ვისკის ექსპერტებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ჰორეკას სექტორის ლიდერებსა და ნამდვილ გურმანებს. ფესტივალი სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას: დააგემოვნოთ ასობით სხვადასხვა სახეობის ვისკი — კლასიკური შოტლანდიური, იაპონური, ირლანდიური, ამერიკული და ეგზოტიკური მსოფლიო ვისკები; აღმოაჩინოთ ახალი არომატები და ბრენდები, რომლებიც პირველადაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე; შეხვდეთ ბრენდების წარმომადგენლებს, დისტილერიის ექსპერტებსა და დამოუკიდებელ ბოთლერებს პირისპირ;
🔸 მიიღოთ მონაწილეობა პროფესიონალურ მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო სესიებში; დააგემოვნოთ სხვა ალკოჰოლური სასმელებიც — რომი, ჯინი, ტეკილა, ბრენდი, ქართული ჭაჭა და ხელნაკეთი დისტილატები; დატკბეთ მაღალი კლასის ატმოსფეროთი, ცოცხალი მუსიკით, გურმანული გემოს შეთავაზებებით და ქართველი მეწარმეების ექსკლუზიური პროდუქციით: შოკოლადი, ნაყინი, ჩირი და სხვა.
ფესტივალზე მონაწილეობა
ამ განსაკუთრებულ დღეს უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელის! მრავალფეროვანი დეგუსტაციები, საინტერესო აქტივობები, სიურპრიზები და საჩუქრები – ეს ყველაფერი იქცევა ერთ დიდ ზეიმად, რომელიც აუცილებლად გახდება დაუვიწყარი და უნიკალური გამოცდილება თითოეული თქვენგანისთვის! ეს არის დღე, რომელიც ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ! ერთად აღმოვაჩინოთ გემოების, არომატებისა და ემოციების ახალი სამყარო. 🎟 ბილეთების შეძენა შეგიძლიათ TKT.GE-ზე – არ გამოტვოთ წლის ყველაზე გამორჩეული ღონისძიება!
სიგარის კლუბები
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ჰავანა კლაბის და დავიდოვის პოპულარული და ექსკლუზიური სიგარები, რომლებიც უნიკალური გამოცდილების ნაწილს წარმოადგენენ და სრულყოფენ ჩვენს სტუმრებისთვის განკუთვნილ გემოს სამყაროს. თუ სხვა რამ

წარმოდგენილი ბრენდები
ყოველჯერზე, ჩვენი პარტნიორების რაოდენობა ფართოვდება, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფესტივალზე წარმოდგენილია ყველა მსხვილი მწარმოებელი და ბრენდი როგორც ადგილობრივი ასევე მსოფლიო ბაზრიდან.
TBILISI'S WHISKY FESTIVAL 2026
ღონისძიების განრიგი
გახსნა 13:00 | 16 მაისი | დახურვა 21:00 | |
გახსნა 12:00 | 17 მაისი | დახურვა 20:00 |