თბილისის ვისკის ფესტივალი

21-22 სექტემბერი, 2024

მოხარული ვართ გაცნობებთ , რომ ‘’თბილისი ვისკის ფესტივალ 2024 -ს’’ ორგანიზებას უწევს შპს ’’ვისკი დეის”, რომელიც  სიამოვნებით უმასპინძლებს სტუმრებს  როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან  ასევე საზღვარგარეთიდან და წარმოუდგენს მსოფლიოში ცნობილ ვისკის დისტილერიებს.

‘’თბილისი ვისკის ფესტივალი 2024’’ გაიმართება ამა წლის 21-22 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას III  პავილიონში .

ეს  არის შესანიშნავი ადგილი ვისკის მოყვარულთათვის, თქვენ   აქ შეძლებთ აღმოაჩინოთ და დააგემოვნოთ თქვენთვის საოცნებო ვისკი, შეიტყოთ სიახლეები,  დაესწროთ დეგუსტაციებს და მასტერკლასებს, რომლებსაც წარუძღვებიან უცხოეთიდან მოწვეული ამბასადორები. ისიამოვნოთ და გაერთოთ თანამოაზრეების გარემოცვაში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის,  ღონისძიება სავსეა სიახლეებით, საჩუქრებით,  ცოცხალი მუსიკით, უგემრიელესი საკვებითა  და სურპრიზებით.

მონაწილეები : ’’თბილისი ვისკის ფესტივალი 2024 ’’ აერთიანებს დისტილერებს და ვისკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან საგამოფენო ცენტრ ექპო ჯორჯიას III  პავილიონში, თბილისის  ცენტრში.

ხშირად დასმული კითხვები:

- რა არის ‘’თბილისი ვისკის ფესტივალი 2024 ’’ ?
- ‘’თბილისი ვისკის ფესტივალი 2024“ არის საუკეთესო ვისკის ფესტივალი, რომელიც აერთიანებს დისტილერიებსა და ვისკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან თბილისის გულში, ჭეშმარიტად მდიდრული გამოცდილებისთვის.

- როგორ შევუერთდე თქვენს გუნდს?
- მოიწონეთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/profile.php?id=61559248484370

- სად ტარდება?
- საგამოფენო ცენტრ ექპო ჯორჯიას III პავილიონში, თბილისი,წერეთლის გამზირი 118.

- როგორ შევიძინო ბილეთები?
- ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე https://tkt.ge/event/425622/tbilisis-viskis-festivali-2024

- რა ღირს 21 სექტემბრის ბილეთი?
- ერთი დღიანი ბილეთის ღირებულება შეადგენს 65₾

- რა ღირს 21 -22 სექტემბრის ბილეთები?
- ორი დღიანი ბილეთის ღირებულება შეადგენს 95₾

- რა არის და რა ღირს VIP ბილეთი?
- VIP ბილეთი არის 21-22 სექტემბრის ბილეთებს + ავთერფართის ბილეთი, რომლის ღირებულება შეადგენს 195₾,

- რა ღირს ავთერფართის ბილეთი?
- ცალკე ავთერფართის ბილეთის ღირებულება შეადგენს 100₾

- ავთერფართის დაწყების დრო?
- ავთერფართი დაიწყება ფესტივალის დახურვის ცერემონიალის შემდეგ, 22 სექტემბერს 21:00 -ზე,

- რა შემთხვევაში შევიძინო ცალკე ავთერფართის ბილეთი?
- ცალკე ავთერფართის ბილეთის შეძენა შეიძლება დაგჭირდეთ , იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეძენილი გაქვთ ფესტივალზე დასასწრები მხოლოდ ერთ დღიანი ბილეთი (21 ან 22 სექტემბრის ) და გსურთ ასევე დაესწროთ ავთერფართის ღონისძიებას.

- რა დროს გაიხსნება ‘’თბილისი ვისკის ფესტივალ 2024’’ ?
- შაბათს, 21 სექტემბერს: 14:00 საათიდან 22:00 საათამდე - კვირა 22 სექტემბერს: 12:00 საათიდან 20:00 საათამდე

- რისთვის არის ჟეტონები?
- ჟეტონების გამოიყენება შეგიძლიათ, ფესტივალზე არსებული ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ვისკის დრამის დასაგემოვნებლად. შესვლისთანავე ყველა მიიღებს ბილეთის ღირებულებაში გათვალისწინებულ ოთხ ჟეტონს, (რომელიც გადმოგეცემათ გლენქერნის ჭიქასთან ერთად)

- შემიძლია ვიყიდო მეტი ჟეტონები?
- დიახ, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი ჟეტონები რომლის ღირებულება შედაგენს 2.50 ლარს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჟეტონების უკან დაბრუნებადი არ არის შესაძლებელი.

- როგორ დავჯავშნო მასტერკლასი?
- მასტერკლასების შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით.

- როგორ შემიძლია დავუკავშირდე ორგანიზატორს?
- შეგიძლიათ მოგვწეროთ whiskydaysge@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ +995 557 333374, +995 557 333373,

- არის რაიმე ასაკობრივი შეზღუდვა?

- ფესტივალზე დასასწრებად უნდა იყოთ 18 წელზე უფროსი ასაკის.

- შემიძლია დავტოვო ღონისძიება და დავბრუნდე?
- დიახ. სანამ ჯერ კიდევ გაქვთ თქვენი სამაჯური, შეგიძლიათ წახვიდეთ და დაბრუნდეთ დღის განმავლობაში.

- არის თუ არა ადგილი შშმ პირის ეტლისთვის ადაპტირებული?
- დიახ. ფესტივალი გთავაზობთ სრულ წვდომას შშმ პირის ეტლებისთვის. თუ თქვენ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები ან სავარაუდოდ დაგჭირდებათ დამატებითი დახმარება, გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ.

- არის თუ არა ადგილზე სალარო აპარატი?
- დიახ, შესაძლებელია ანგარიშწორება როგორც ნაღდი ასევე უნაღდო.

- როდის იქნება ლანჩი?
- ვიზიტორებს მოემსახურება ჩვენი პარტნიორი კომპანია, რომელსაც ექნება უგემრიელესი მენიუ, რომ მიირთვათ ტერასაზე, მომსახურება ფასიანია და ხელმისაწვდომია შაბათს და კვირას 14:00-დან 20:00 საათამდე.

- ნაყიდი ბილეთის უკან დაბრუნება თუ არის შესაძლებელი?
- შეძენილი ბილეთების ასევე ჟეტონების უკან დაბრუნება შეუძლებელია.