ჩვენს შესახებ

Image link

თბილისის ვისკის ფესტივალი — ეს არის სივრცე, სადაც გემო, კულტურა და პროფესიონალიზმი ერთ დიდ გამოცდილებად ყალიბდება. ფესტივალი საქართველოსა და მთელ რეგიონში პირველი და ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ეძღვნება ვისკისა და მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვან სამყაროს. იგი აერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, დისტილერიებს, დისტრიბუტორებსა და ინდუსტრიაში ჩართულ პროფესიონალებს. ჩვენ ვქმნით პლატფორმას, სადაც ერთმანეთს ხვდებიან გემოვნებიანი მომხმარებლები, ჰორეკა სექტორის ლიდერები, მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ყველა, ვინც ვისკის სიყვარულს აზიარებს. რას გთავაზობთ? გემოვნების დაუვიწყარ თავგადასავალს — ასობით ვისკის დეგუსტაციას, მასტერკლასებს, პრეზენტაციებს, გურმანულ შეთავაზებებს, ცოცხალ მუსიკას და არაერთ შთამბეჭდავ დეტალს. გარდა ვისკისა, წარმოდგენილია ჯინი, რომი, კონიაკი, ქართული ჭაჭა და ხელნაკეთი დისტილატები — ასე რომ, ეს მხოლოდ ვისკის მოყვარულებისთვის არაა — ეს დღესასწაულია ყველა მათთვის, ვინც მაღალ ხარისხს აფასებს. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ გვჯერა — ალკოჰოლური სასმელები კულტურის ნაწილია. ისინი გვიამბობენ ისტორიებს, ქმნიან მომენტებს და აერთიანებენ ადამიანებს. თბილისის ვისკის ფესტივალი სწორედ ამ იდეით შეიქმნა — სიყვარულით, ექსპერტიზითა და იმ სურვილით, რომ საქართველო დავამკვიდროთ გემოვნების საერთაშორისო რუკაზე.

რიგით მეორე
"თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 "

ღონისძიება გაიმართა 17-18 მაისს, სახელწოდებით: „ვისკი, ჯინი, ბრენდი და სხვა“, საგამოფენო და ივენთ ცენტრში EXPO GEORGIA – IV, V და VI პავილიონებში. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 70-ზე მეტი გამოფენითი სტენდი, ხოლო სტუმართა რაოდენობამ 3,000-ს გადააჭარბა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური სასმელების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანიები. ფესტივალის სივრცეში წარმოდგენილი იყო მრავალი პროდუქტი, რომელიც იდეალურად ერწყმის ვისკის კულტურასა და დეგუსტაციურ გამოცდილებას. სტენდებზე სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეცნოთ და დაეგემოვნებინათ: გარდა ვისკისა იყო ხელნაკეთი ლიქიორები პრემიუმ ხარისხის შოკოლადი ნაყინი, ჩირი და სხვა ტკბილეული მინერალური წყალი და ყავა სიგარები და აქსესუარები ფესტივალს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა უცხოეთიდან მოწვეულმა კილტის საზოგადოებამ, რომლებმაც ღონისძიებას განსხვავებული ელფერი და ხალისი შემატეს. მათი ტრადიციული ჩაცმულობა, ცოცხალი მუსიკა და მხიარული ენერგია ქმნიდა ფესტივალის გამორჩეულ ატმოსფეროს. ღონისძიებას კიდევ უფრო ამდიდრებდა უგემრიელესი საკვები, რაც დეგუსტაციებსთან ერთად იდეალურად ერწყმოდა დღესასწაულის საერთო განწყობას.

Stack
Stack

ფოტო გალერია

ხართ თუ არა სრულწლოვანი?

საიტი განკუთვნილია 18+ წელს გადაცილებული აუდიტორიისთვის.
არა