მასტერკლასები

მასტერკლასები და საგანმანათლებლო ლექციები მასტერკლასის ლექციები გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნოთ ვისკის სხვადასხვა სტილს, წარმოშობასა და არომატულ პროფილებს. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეადაროთ გემოები, დააკვირდეთ განსხვავებებს და ერთდროულად ისწავლოთ ექსპერტებისგან, რომლებიც გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას. დეგუსტაციები ჩატარდება ცალკე, კომფორტულ ოთახებში, რაც უზრუნველყოფს მშვიდ და კონცენტრირებულ გარემოს დეგუსტაციისა და სწავლისთვის. 👉 გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია, რადგან მასტერკლასზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. თითოეული სესია მოიცავს 4-5 განსხვავებული სასმელის პრეზენტაციასა და დეგუსტაციას, რაც დაგეხმარებათ ღრმად ჩაწვდეთ ვისკის სამყაროს და აღმოაჩინოთ თქვენი ახალი ფავორიტი.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის‘’თბილისი ვისკის ფესტივალი 2025 ’’ ?
‘’თბილისი ვისკის ფესტივალი 2025“ არის საუკეთესო ვისკის ფესტივალი, რომელიც აერთიანებს დისტილერიებსა და ვისკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან თბილისის გულში, ჭეშმარიტად მდიდრული გამოცდილებისთვის.
როგორ შემიძლია დავუკავშირდე ორგანიზატორს?
შეგიძლიათ მოგვწეროთ info@whiskydaysge.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე : +995 544 11 44 22
სად ტარდება?
რუსთაველის გამზირი 28 , სასტუმრო შერატონი - ბათუმი
შემიძლია დავტოვო ღონისძიება და დავბრუნდე?
დიახ. სანამ ჯერ კიდევ გაქვთ თქვენი სამაჯური, შეგიძლიათ წახვიდეთ და დაბრუნდეთ დღის განმავლობაში.
არის თუ არა ადგილზე სალარო აპარატი?
დიახ, შესაძლებელია ანგარიშწორება როგორც ნაღდი ასევე უნაღდო.
როდის იქნება ლანჩი?
ვიზიტორებს მოემსახურება კვების კომპანია "მეტაბლე " უგემრიელესი სენდციჩებით . მომსახურება ფასიანია და ხელმისაწვდომია შაბათს 23 აგვისტოს 12:00-დან 20:00 საათამდე.
არის თუ არა ადგილი შშმ პირის ეტლისთვის ადაპტირებული?
დიახ. ფესტივალი გთავაზობთ სრულ წვდომას შშმ პირის ეტლებისთვის. თუ თქვენ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები ან სავარაუდოდ დაგჭირდებათ დამატებითი დახმარება, გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ.
ნაყიდი ბილეთის უკან დაბრუნება თუ არის შესაძლებელი?
შეძენილი ბილეთების ასევე ჟეტონების უკან დაბრუნება შეუძლებელია.
როგორ შევუერთდე თქვენს გუნდს?
მოიწონეთ ჩვენი ფეისბუკ გვერდი
როგორ შევიძინო ბილეთები?
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის
15 ივლისიდან tkt.ge-ზე
რა ღირს 23 აგვისტოს ბილეთი?
ბილეთის ღირებულება შეადგენს 65₾
შემიძლია ვიყიდო მეტი ჟეტონები?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი ჟეტონები ფესტივალზე განთავსებულ ორ ლოკაციაზე, 10 ჟეტონის ღირებულება შედაგენს 20 ლარს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჟეტონების უკან დაბრუნებადი არ არის შესაძლებელი.
რა დროს გაიხსნება და დაიხურება ‘’თბილისი ვისკის ფესტივალი 2025’’ ?
შაბათს გაიხსნება 23 აგვისტოს 12:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათზე, .
რისთვის არის ჟეტონები?
ჟეტონების გამოიყენება შეგიძლიათ, ფესტივალზე არსებული ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ვისკის ან სხვა სასმელის დრამის დასაგემოვნებლად. შესვლისთანავე ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს ჟეტონების შეძენას ფესტივალის სტენდებზე.
როგორ დავჯავშნო მასტერკლასი?
მასტერკლასების დასაჯავშნად საჭიროა შეავსოთ წინასწარი სარეგისტრაციო ფურცელი. ( იხილეთ სიახლეების გვერდზე)
არის რაიმე ასაკობრივი შეზღუდვა?
ფესტივალზე დასასწრებად უნდა იყოთ +18 წელზე უფროსი ასაკის.

ხართ თუ არა სრულწლოვანი?

საიტი განკუთვნილია 18+ წელს გადაცილებული აუდიტორიისთვის.
არა